მასწავლებელთა ეთიკის
კოდექსი განსაზღვრავს პედაგოგთა ძირითად უფლება- მოვალეობებს, დისციპლინური გადაცდომების
სახეებს და შესაბამისად მათი დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულ სახდელებს. ეს
არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა და მიზნად ისახავს სკოლებში პოზიტიური და განათლებისათვის ხელშემწყობი კლიმატის შექმნას.
მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის მიზანია:
ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისციპლინის დამკვიდრებას;
თავიდან ააცილოს
ყველა სახის
კონფლიქტი მოსწავლეებს, დირექციასა
და სკოლის სხვა თანამშრომელს შორის;
უზრუნველყოს პედაგოგთა მისაღები ქცევები;
განსაზღვროს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები; განსაზღვროს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებანი.
სკოლის
წესდების, შინაგანაწესის
და
ხელშეკრულებით განსაზღვრული
ვალდებულებების ზუსტად და დროულად შესრულება; სწავლება-სწავლის შედეგებზე პასუხისგება; ურთიერთობებისა და თანამშრომლობის
ეთიკის დაცვა; დოკუმენტაციის დროული და ზუსტი
წარმოება; პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;
ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრების,
სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულების მიხედვით დისკრიმინაციის
დაუშვებლობა;
მისთვის წინასწარ განსაზღვრულ დღეებში
მორიგეობა;
მოსწავლის მიმართ
ნებისმიერი სახის სახდელის
გამოყენების შემთხვევაში დისციპლინური კომიტეტისათვის
შეტყობინება.
დამრიგებლის მოვალეობანი:
თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობების შესრულება;
სკოლაში სადამრიგებლო კლასის გამოცხადებამდე არაუგვიანეს 15 წუთით ადრე მისვლა და
სკოლაში სადამრიგებლო კლასის გაკვეთილების დასრულებამდე დარჩენა;
საკლასო ჟურნალის მოვლა-შენახვა;
შესვენების პერიოდში სადამრიგებლო კლასში დისციპლინის უზრუნველყოფა; საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობა;
მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში იმავე დღეს მშობლისთვის
შეტყობინება;
მოსწავლეთა სოციალურ - დემოგრაფიული მონაცემების შესწავლა;
მშობლისათვის მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი
პრობლემის დროული შეტყობინება;
ყოველი ტრიმესტრის ბოლოს მშობლისთვის მისი შვილის აკადემიური მოსწრების შეტყობინება;
მოსწავლეთა პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერის შეტანა.
დისციპლინურ გადაცდომებად მიჩნეულ იქნება:
გაკვეთილის
გაცდენა
(პედაგოგი ვალდებულია
15 წუთით ადრე
გამოცხადდეს
გაკვეთილის დაწყებამდე. პედაგოგმა, გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარდა, წინასწარ უნდა გააფრთხილოს ადმინისტრაცია გაკვეთილის გაცდენის თაობაზე,
რათა მოხერხდეს პედაგოგის დროული შეცვლა);
გაკვეთილზე დაგვიანება (პედაგოგი ვალდებულია გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარდა წინასწარ გააფრთხილოს ადმინისტრაცია გაკვეთილზე დაგვიანების თაობაზე, რათა მოხერხდეს პედაგოგის დროული შეცვლა);
მოსწავლის სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა;
მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა;
დოკუმენტაციის უხარისხოდ ან საერთოდ არ
წარმოება (პედაგოგი ვალდებულია
დროულად და ზუსტად აწარმოოს სკოლის დოკუმენტაცია, აღრიცხოს გაცდენები
და აკადემიური მოსწრება);
ეთიკური ნორმების დარღვევა;
საკუთარი მოსწავლის კერძოდ მომზადება;
მოსწავლეებთან
სექსუალური და ბიზნეს ურთიერთობების ქონა; სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება;
არამეცნიერული შეხედულებების ან თეორიების,
როგორც მეცნიერული თეორიის
ან
ფაქტის
სწავლება;
სწავლება;
მოსწავლეთათვის საკუთარი ღირებულებებისა და ფასეულობების თავს მოხვევა
(პოლიტიკური, რელიგიური,
სოციალური,
ეთნიკური უმცირესობების,
გენდერული
შეხედულებების);
მოსწავლის პირად ცხოვრებაში შეჭრა; მოსწავლის არაეთიკური ქცევისკენ ბიძგება;
მოსწავლისაგან ან მშობლისგან საჩუქრების ან
ფულის აღება; სკოლისათვის შეუსაბამო ჩაცმულობა;
სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებებს შეუსრულებლობა;
კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;
სახდელები ზემოაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით:
ზემოაღნიშნული დისციპლინური გადაცდომების შემთხვევაში თანამშრომლების მიმართ
გამოყენებულ იქნება შემდეგი სახის ადმინისტრაციული სახდელები: გაფრთხილება:
1. ორზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენის შემთხვევაში;
2. პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
3. უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;
4. დოკუმენტაციის უხარისხოდ ან საერთოდ არ წარმოებისათვის;
5. მოსწავლეზე ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის;
6.
|
მოსწავლეთათვის საკუთარი
ღირებულებებისა
|
და
|
ფასეულობების
|
თავს
|
7.
|
მოხვევისათვის;
მოსწავლის არაეთიკურ ქცევისკენ ბიძგებისათვის;
|
|||
8.
|
სკოლისათვის შეუსაბამო ჩაცმულობისათვის.
|
|||
შენიშვნა:
|
1.
|
მშობლებთან ურთიერთობის არ ქონისათვის;
|
|
2.
|
დოკუმენტაციის უხარისხოდ ან საერთოდ არწარმოებისათვის;
|
|
3.
|
მოსწავლეზე ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის;
|
|
4.
|
მოსწავლეთათვის საკუთარი
ღირებულებებისა და
ფასეულობების მოხვევისათვის;
|
თავს
|
5.
|
მოსწავლის არაეთიკური ქცევისკენ ბიძგებისათვის;
|
|
6.
|
მოსწავლისაგან ან მშობლისგან საჩუქრების ან
ფულის აღებისათვის;
|
|
7.
|
სკოლისათვის შეუსაბამო ჩაცმულობისათვის;
|
საყვედური:
|
||
1.
|
მეორე შენიშვნის ხელმეორედ მიღებისათვის;
|
|
2.
|
ხუთზე
მეტი
დაგვიანებისათვის ან გაკვეთილის არასაპატიო
გაცდენისათვის;
|
მიზეზით
|
3.
|
პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
|
|
4.
|
მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;
|
5. სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
6. უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
7. დამრიგებლისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;
სასტიკი საყვედური:
1. ორი საყვედურის ან გაფრთხილებისა და საყვედურის მიღებისათვის;
2. სისტემატური დაგვიანებისა ან ათზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო გაცდენისათვის;
3. შინაგანაწესით დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;
4. გაკვეთილის ჩაშლისათვის;
5. დამრიგებლისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის.
დათხოვნა:
1. სასტიკი საყვედურის მიღების
შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რაც იმსახურებს ადმინისტრაციულ სახდელს;
2. პედაგოგიური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისათვის;
3. სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
4. უსაფრთხოების წესების ისეთი უხეში დარღვევისათვის, რაც მოსწავლის ან კოლეგის დაზიანების მიზეზი შესაძლოა გახდეს;
თანამშრომელთა
დისციპლინურ დარღვევებს განიხილავს, აღრიცხავს და უფარდებს სახდელს დისციპლინური კომიტეტი.
პედაგოგს დიციპლინარული
სახდელი შესაძლოა
მოეხსნას მისი
მიღებიდან 6 თვის
შემდეგ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით. აღნიშნული სახდელები მასწავლებლის მიერ
შესაძლოა გასაჩივრდეს სააპელაციო კომიტეტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სასამართლოში.
0 коммент.:
Отправить комментарий