დამრიგებელი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობლებისთვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა.
ჩემი, როგორც კლასის დამრიგებლის მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას.
მუშაობის პრინციპები:
კლასთან მუშაობა შემდეგი ფორმით მიმდინარეობს
მეოთხეკლასელის დახასიათება
2014- 20145 სასწავლო წელი
სადამრიგებლო
საათის პროგრამის მიმართულებებია:
ჩემი, როგორც კლასის დამრიგებლის მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას.
მუშაობის პრინციპები:
- აღზრდის მთლიანობა
- შემოქმედი, აქტიური პიროვნების ჩამოყალიბება.
- მოსწავლეთა ჩართულობა/მონაწილეობა,მათი ინტერესების გათვალისწინება
- თანამშრომლობის და ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი.
კლასთან მუშაობა შემდეგი ფორმით მიმდინარეობს
- საუბრები მოსწავლეებთან
- დისკუსიები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით
- ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიების , ლაშქრობების და სხვა აქტივობების ორგანიზება.
- თანამშრომლობა მოსწავლეთა მშობლებთან და მასწავლებლებთან
მეოთხეკლასელის დახასიათება
მეოთხეკლასელი პირველკლასელისგან განსხვავებით შეგუებულია მოსწავლის სტატუსსა და ვალდებულებებს. იცვლება სწავლის სტილი. ყველა მოსწავლის წამყვანი საქმიანობა სწავლა ხდება.მას შეუძლია უფროსის დახმარებით შეაფასოს საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზები. გასათვალისწინებელია ის გარემოება , რომმოსწავლეები დაღლილები არიან დღის, განსაკუთრებით კი კვირის ბოლოს.ამ დროს მათ ძალიან უჭირთ დისციპლინის შენარჩუნება.
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის ცალკეული თვისებების გამოყოფა, შეუძლია მეგობრის შეფასება მისი თვისებებიდან გამომდინარე.კლასში იკვეთება ლიდერი, ხშირია მოსწავლეებს შორის პაექრობა. უჩდება ინტერესთა ახალი სფერო, ესაა ურთიერთობა პედაგოგებთან , მშობლებთან და თანატოლებთან
თემვები კლასის საათისთის
- რას ნიშნავს იყო მეოთხეკლასელი---1 შეხვედრა
- საკლასო წესების შემუშავება--2 შეხვედრა
- თვისებები, რომლის გამოც ვირჩევთ მეგობრებს, ადამიანური თვისებები, თვისებები, რომლებიც ხელს გვიშლის სწავლაში--2 შეხვედრა
- იდეალური მეგობრის პორტრეტი, როგორი ვარ მე, ავტოპორტრეტი--2 შეხვედრა
- ადამიანების დახმარება, როგორ ვეხმარებით სხვებს? ჩვენ როგორ გვეხმარებიან?---1 შეხვედრა
- სახლში ან მეგობრებთან წამოჭრილი სირთულეები: ტყუილები, ნივთების დაუკითხავად აღება,მოუთმენლობა, სიფიცხე---2 შეხვედრა
- კონფლიქტების მოგვარება--1 შეხვედრა
- ეტიკეტი. სუფრაზე თეატრსა და კინოში ქცევის წესები-2 შეხვედრა
- ორი ჯადოსნური სიტყვა ,,გმადლობთ'', ,,ბოდიში''--1 შეხვედრა
- გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა--1 შეხვედრა
- ჯანმრთელობა. ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე--1 შეხვედრა
- დღის რეჟიმი, დაგეგმვის აუცილებლობა--1 შეხვედრა
- ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, სასარგებლო პროდუქტი,დროულად დაძინება,კომპიუტერის გამოყენებისა და ტელევიზორის ყურების რეგლამენტი.---1 შეხვედრა
- მავნე ჩვევების საფრთხე შინ და გარეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაუკითხავად გამოყენება, შესვენების დროს კიბეზე სირბილი.--1 შეხვედრა
- უსაფრთხოება: მშობლების ტელეფონის ნომრების ცოდნა, საკუთარი მისამართის ცოდნის აუცილებლობა.ქუჩაში მოძრაობისა და ტრანსპორტით სარგებლობის წესები.---2 შეხვედრა
- ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები, ძეგლები, მოვლენები---3 შეხვედრა
- სოფლის გამოჩენილი პიროვნებები--2 შეხვედრა
- არდადეგებზე შეძენილი ცოდნა, წაკითხული წიგნები, ექსკურსიები 2 შეხვედრა
გარემოსდაცვითი კულტურა
- უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ პატრიოტული ცნობიერება
- თვალსაწიერის გაფართოება
2014- 20145 სასწავლო წელი
ღონისძიებების გეგმა
1) სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება
2) კულტურული გასვლა- თეატრი, სამგანზომილებიანი მულთფილმი.
3) კალიგრაფიის კონკურსი
4) საკლასო ვიქტორინა- "მინდა ყველაფერი ვიცოდე"
5) კონკურსი ,,ვინ უკეთ უვლის სახელმძღვანელოებს''
6) გაზაფხულის ღონისძიებები,, გილოცავთ..."
7) მხატვრული კითხვის კონკურსი
8) დედამიწის დღესთან დაკავშირებული ნახატების გამოფენა
9) დედაენის დღე
10)ღონისძიება-"ეს ოთხი წელი"
10)ღონისძიება-"ეს ოთხი წელი"
11) ექსკურსია
სადამრიგებლო
საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო,ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები,ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა,ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღისრეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოსა და ბუნებისმოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემისკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები,მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერომიღწევები.
|
6 რჩევა დისკუსიის წარმატებით გასაძღოლად:
კრებაზე შეგიძლიათ მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ შეატყობინოთ, რომლესაც უახლოეს მომავალში გეგმავთ და სთხოვოთ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს, თქვენ კი სამუშაოს შეგიმსუბუქებთ.
მშობელთა კრებისთვის ყველა პედაგოგი ინდივიდუალურ დღის წესრიგს ამზადებს და მშობლებთან სხვადასხვა საკითხის განხილვას აპირებს. მიეცით მათ იმის საშუალება, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ. დისკუსიის მიზანი აუცილებლად კონსენსუსის მიღწევა ან საკუთარი სიმართლის მტკიცება კი არ არის, არამედ ჭეშმარიტების ერთობლივად ძიება. ამ დროს თქვენი, როგორც მოდერატორის, როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
1. იყავით ნეიტრალური, არ დაიცვათ ვინმეს პოზიცია ცალსახად;
2. ყველა მშობელს მიეცით საშუალება, საუბარში ჩაებას;
3. დააწესეთ რეგლამენტი;
4. არ გადაუხვიოთ თემას;
5. მშობლებს აგრძნობინეთ, რომ მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია;
6. შეჯამეთ დისკუსიის შედეგები და დაასრულეთ დადებითი განწყობით
.
მშობელთა კრების დასასრულს სთხოვეთ მშობლებს, რომ წერილობით მოგაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ მარტივი კითხვარი, ან ცარიელი ფურცლები ჩამოარიგოთ, რათა მშობლებმა კრიტიკული შენიშვნები თუ საქებარი სიტყვები ამ ფორმით მოგაწოდონ.
0 коммент.:
Отправить комментарий