როგორ დავეხმაროთ პირველკლასელებს

0 коммент.
      იმისთვის, რომ  ბავშვი  სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობდეს, მნიშვნელოვანია, ის სკოლისთვის მზად იყოს   სოციალურ-პიროვნული თვალსაზრისითაც. სოციალური  სფეროს  მომწიფება  სასკოლო მზაობის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  პარამეტრია.

მეცნიერები სოციალური მზაობის ცნებაში შემდეგ უნარებს მოიაზრებენ:

1. ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილებას და უნარს, დაუქვემდებაროს საკუთარი ქცევა ბავშვების ჯგუფის წესებს;

2. მოსწავლის როლის შესრულების უნარს (გაიგოს უფროსის მოთხოვნა და შეასრულოს, რასაც  მისგან მოითხოვენ);

3. ქცევის სიტუაციის შესაბამისად მართვის უნარს.

კვლევებით დადგენილია, რომ სოციალური კომპეტენტურობით გამორჩეული ბავშვები უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და ხშირად აკადემიური მოსწრებაც უკეთესი აქვთ.

ოჯახიდან ან ბაღის ჩვეული გარემოდან მოსული მოსწავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, "ახალ ოჯახში” თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, უსაფრთხოების შეგრძნებას კი პირველ რიგში ახალი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა განაპირობებს. რაც უფრო მეტად იღებენ ადამიანს ჯგუფში, რაც უფრო მეტი სიყვარულით ეპყრობიან და აღიარებენ, მით უფრო მეტად უვითარდება მას საკუთარი თავის პატივისცემა, რაც ეხმარება კიდეც თვითრეალიზაციაში.

ურთიერთობის მოთხოვნილება უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა. 5-6 წლიდან ბავშვები "მარტო მეზობლური” თამაშიდან ერთად თამაშზე გადადიან; უჩნდებათ მოთხოვნილება, რაღაცას მოუყვნენ ერთმანეთს, აჩვენონ რამე, ერთად შეასრულონ უფროსების დავალება. ერთობლივი მოქმედება სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება, რითაც საფუძველი ეყრება მეგობრობის გაცდის განვითარებას.

მაგრამ, როგორც ვიცით, ყველა ბავშვი უნიკალურია, თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილებაც, პიროვნული თვისებებიდან, ტემპერამენტიდან, ოჯახური გარემოდან თუ სკოლამდელ დაწესებულებაში სიარულის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ყველას სხვადასხვანაირი ჰქონდეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ სკოლაში, პირველი კლასიდანვე ვიზრუნოთ თანამშრომლობის უნარის განვითარებაზე, შევაჩვიოთ პატარა მოსწავლეები ერთად თამაშს, სხვადასხვა საქმიანობის ერთად შესრულებას.

გთავაზობთ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს თანატოლებთან ურთიერთობის უნარებს განუვითარებს.



აქტივობა 1. "გაცნობა”

მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, ერთმანეთის სახელების გაგება, დახსომება

მასალა: ბურთი

მიმდინარეობა: თამაშს მასწავლებელი იწყებს. ამბობს თავის სახელს, შემდეგ ესვრის ბურთს რომელიმე ბავშვს, რომელიც ასევე ამბობს თავის სახელს და ა.შ.



აქტივობა 2. "ნაცნობობის განმტკიცება”

მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, ერთმანეთის სახელების გაგება, დახსომება

მასალა: ბურთი

მიმდინარეობა: წამყვანი ესვრის ბურთს რომელიმე ბავშვს და ეკითხება სხვა ბავშვებს: რა ჰქვია ამ ბიჭს (გოგოს)? ბავშვები ერთად იმეორებენ ამ ბავშვის სახელს.



აქტივობა3. "შეცდომების ამოცნობა”

მიზანი: ყურადღების განვითარება, ჯგუფის წევრების სახელებისა და გვარების დახსომება.

მიმდინარეობა: მასწავლებელი კითხულობს სიას, ოღონდ შეცდომით ასახელებს ზოგიერთი მოსწავლის სახელს ან გვარს. ბავშვები ფეხზე უნდა ადგნენ მხოლოდ მაშინ, თუ მასწავლებელი სახელსა და გვარს სწორად ამოიკითხავს.



აქტივობა 4. "მომწონს, რომ შენ...”

მიზანი: პოზიტიური თვითშეფასების ფორმირება, თანამშრომლობითი უნარების განვითარება

მიმდინარეობა: მოსწავლები სხედან წრეში. აქტივობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერმა ბავშვმა. მან თითოეულ თანაკლასელზე უნდა თქვას მხოლოდ ერთი რამ, რაც მოსწონს მასში: "მე მომწონს, რომ შენ...” ეს ბავშვებს ასწავლის ერთმანეთის პოზიტიური თვისებების დანახვას და ამაღლებს მათ თვითშეფასებას, ვინაიდან ესმით, რამდენი რამ არის მათში მოსაწონი, დადებითი.

რეკომენდაცია: როდესაც წერას ისწავლიან, შეიძლება ეს აქტივობა წყვილებში ჩატარდეს. ბავშვებმა უნდა ჩამოწერონ 5 რამ, რაც მოსწონთ თავის მეწყვილეში და შემდეგ გაუზიარონ.



აქტივობა 5."გადაეცი ნახატი”

მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება, სომორცხვის დაძლევა

მიმდინარეობა: თამაშში მონაწილეობს ყველა ბავშვი. პირველ ბავშვს ხელისგულზე თითით უნდა დავახატოთ რაიმე ნიშანი, ფიგურა (კვადრატი, წრე, სამკუთხედი, კლაკნილი ხაზი). ბავშვი იმავე ფიგურას მეორე ბავშვის ხელისგულზე დახატავს და ა. შ. თამაშის ბოლო მონაწილე ასახელებს მის ხელზე დახატულ ფიგურას. დასახელებულ ფიგურას ვადარებთ იმას, რაც გამოსახა მასწავლებელმა პირველი ბავშვის ხელისგულზე.



აქტივობა 6. "კონსპირატორი”

მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება, სომორცხვის დაძლევა

მიმდინარეობა:ბავშვები დგებიან წრეში. ერთ-ერთი მათგანი თვალახვეული დგება წრის შუაგულში. ბავშვები წრეზე გადადგილდებიან. რამდენიმე წამის შედეგ მასწავლებელი ამბობს: "გაჩერდით”. წრეში მდგომმა ბავშვმა ხელის შეხებით უნდა გამოიცნოს ყველა ბავშვი (ბავშვები ჩუმად არიან). ამოცნობილი ბავშვი გადის წრიდან. გამარჯვებულია ის ბავშვი, რომელიც ყველაზე ბოლოს ამოიცნეს.



აქტივობა 7. პოსტერი "ყველაფერი ჩემს შესახებ”

მიზანი:ჯგუფის წევრების გაცნობა, მონაწილეებისთვის ემოციური განწყობის გამოხატვის შესაძლებლობის მინიჭება,ურთიერთპატივისცემის გაღვივება

მასალა: ქაღალდი, ფერადი ფანქრები

მიმდინარეობა: თითოეულ ბავშვს აქვს ქაღალდის მოზრდილი ფურცელი, რომელზეც უნდა დახატოს თავისი თავი, დაწეროს (თუ წერა უკვე იციას) ან დახატოს საყვარელი ხილი, საჭმელი, საყვარელი შინაური ცხოველი, რა მოსწონს ან არ მოსწონს სკოლაში და სხვ. შემდეგ ამ პოსტერის მეშვეობით თავს გააცნობენ კლასს.



აქტივობა 8."STOP”

მიზანი: თანამშრომლობის, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება

მასალა: ქაღალდის დიდი ფურცელი, ფლომასტერები

მიმდინარეობა: მასწავლებელი მწებავი ლენტით დაფაზეამაგრებს ფურცელს, იძახებს რომელიმე მოსწავლეს, რომელიც 40-60 წამის განმავლობაში ხატავს რაიმეს ქაღალდზე.დროის ამოწურვისას მასწავლებელი ამბობს:"STOP!”. შემდეგ გამოდის სხვა მონაწილე და ახლა ის აგრძელებს ხატვას ასევე 60 წამის განმავლობაში. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ეს რომელიმე მოსწავლის კი არა, მთელი კლასის ნამუშევარია. დეტალების დასრულების შემდეგ ფურცელიკლასშიგამოიკვრება.



აქტივობა 9. "დეტექტივი”

მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის განვითარება, ჯგუფის შეკვრა

მიმდინარეობა: მასწავლებელი ჯგუფიდან ირჩევს ერთ მოსწავლეს (უმჯობესია ძლიერი მოსწავლის არჩევა).ჯგუფის დანარჩენი წევრები კრავენწრეს. წრეში ირჩევენ ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელსაც ევალება განსაზღვრულმოძრაობათა შესრულება.ჯგუფმა ზუსტად უნდა გაიმეოროს მისი მოძრაობები. ამ დროს"დეტექტივი”ჯგუფისკენ ზურგშექცევით დგას. მერე შემობრუნდება დაეცდება ამოიცნოს,ვის მოძრაობას ასრულებს მთელი ჯგუფი. ამის შემდეგ ინიშნება ახალი "დეტექტივი”და ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი.



აქტივობა10. "მიჩვენე ხელები”

მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება

მასალა:ფლომასტერიან კალამი

მიმდინარეობა: მონაწილეები მჭიდრო წრეს კრავენ. ერთ-ერთი მონაწილე წრის შუაში დგებადა ცოტა ხნით თვალებს ხუჭავს.მასწავლებელი ჯგუფის წევრებს აწვდის ფანქარს, რომელიც ზურგს უკან უნდა გადასცენ ისე, რომ წრეში მდგომმა მოსწავლემ ვერ შენიშნოს.

წრეში მდგომი მოსწავლე თვალებსახელს. მასუფლებააქვს, ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს ხელების ჩვენება. მანაც ორივე ხელი უნდა უჩვენოს.თუ ფანქარი მას უჭირავს, ზურგს უკანუნდა გადააწოდოს გვერდით მდგომ მონაწილეს.ვინც ფანქრის გადაწოდებასვერ მოასწრებს,წრის შუაშიახლა ის დგება.



აქტივობა11. "ხელთათმანები”

მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება.

მასალა: ფურცლები ხელთათმანების გრაფიკული გამოსახულებით და ფერადი ფანქრები

მიმდინარეობა:მონაწილეები წყვილ-წყვილადსხედან მერხთან.მათ ურიგდებათ ფურცლები ხელთათმანების გამოსახულებითდა ფერადი ფანქრების ყუთი.

მოსწავლეებსეძლევათ ინსტრუქცია:თქვენი ხელთათმანები უნდა ორნამენტებითუნდა მორთოთ, გააფერადოთ. ოღონდ ეცადეთ, წყვილებს ერთნაირი ხელთათმანები გქონდეთ,ვინაიდან ამ თამაშში ის წყვილი გაიმარჯვებს, ვისი ხელთათმანებიც ყველაზე მსგავსი იქნება.

თამაშის დასრულების შემდეგ წყვილების ნამუშევრები კედელზე გამოიკვრება და მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა იმსჯელონ, ვისი ნამუშევარია ყველაზე მსგავსი.



აქტივობა 12. "თვალდახუჭული ხატვა”

მიზანი: თანამშრომლობის უნარის, წარმოსახვის განვითარება

მასალა: A3ფორმატის ფურცლები

მიმდინარეობა: დავალება სრულდება წყვილებში.ორ მონაწილეს ეძლევა თითო ფურცელი. მასწავლებელი მათ სთხოვს, შეთანხმდნენ და ფურცლის შუაში წერტილიდასვან.ამის შემდეგსთხოვს,მოამზადონ ფლომასტერები მოცემულ წერტილზე,დახუჭონ თვალები და სანამ მასწავლებელიათამდე დაითვლის, თვალდახუჭულებმახატონ.ნიშანზე მოსწავლეები ახელენ თვალებს. მათ ფურცელზე გამოსახული ფიგურა რაიმეს უნდა მიამსგავსონ და დაასრულონ კომპოზიცია. ამასთან, მას სახელიც უნდა შეარქვან.



კავშირი სტანდარტთან - შედეგი:ქართ. I.4; ს.გ.I.7.



აქტივობა13. "მარტო და ერთად”

მიზანი: თანამშრომლობის, შემოქმედების უნარის განვითარება

მასალა:A3ფორმატის ქაღალდის ფურცელი, რომელიც 3 ნაწილად არის დაყოფილი

მიმდინარეობა: ფურცლები ურიგდებათ მოსწავლეებს. ორ მოსწავლეს შუაში უდევს ერთიფურცელი.ფურცლის მარცხენა და მარჯვენა ნაწილზე მოთამაშეებიხატავენ მათთვის სასურველ კომპოზიციას, ხოლო შუაში რას დახატავენ, უნდა შეთანხმდნენ.მეწყვილის თანხმობის გარეშე ვერავინ დაიწყებს ხატვას.წყვილებმა უნდა მოიფიქრონ სახელი და მუშაობის დასრულების შემდეგ წარმოადგინონ ნამუშევარი. მასწავლებელი მათ ეკითხება, რა უფრო მოეწონათ - მუშაობა მათთვის განკუთვნილ ადგილზე თუ საერთო ტერიტორიაზე, იოლად შეთანხმდნენ, რას დახატავდნენ თუ არა.



აქტივობა 14. "ფუტკრობანა”

მიზანი: ყურადღების, მეხსიერების, თანამშრომლობის უნარის განვითარება.

მასალა: რაიმე პატარა ნივთი (პირობითად, თაფლი)

მიმდინარეობა: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფუტკრები ხართ. ერთ-ერთი თქვენგანი ფუტკრების"ხელმწიფე”იქნება.მე მას თაფლს დავუმალავ, თქვენ კი, რადგან მისი გუნდი ხართ, პოვნაშიუნდა დაეხმაროთ. მაგრამ თქვენ პირდაპირ ვერ ეტყვით, სად არის თაფლი, ვერც ხელით მიანიშნებთ.მხოლოდ "ბზუილი” (ბგერების"ბზზზ”გამოცემა) შეგიძლიათ - თქვენ ხომ ფუტკრები ხართ. როცა ხელმწიფე მიუახლოვდება თაფლისსამალავს, ხმას აუწევთ, როცა დასცილდება - დაუწევთ ან საერთოდ გაჩუმდებით.

მიმდინარეობა: მასწავლებელი ირჩევს "ხელმწიფეს”, რომელიც კლასისგანზურგშექცევით დგას. მასწავლებელი და ერთ-ერთი მოსწავლე თაფლსმალავენ.ამის შემდეგ "ხელმწიფე” თაფლის ძებნას იწყებს. კლასი ეხმარება.თამაშის დასრულების შემდეგ ხდება შემდეგი საკითხების განხილვა:

.სასიამოვნო იყო "ხელმწიფის”როლში ყოფნა?

.სასიამოვნოა ფუტკრების გუნდის წევრის როლში ყოფნა? რატომ?

.ეხმარებოდა თუ არა გუნდი "ხელმწიფეს"თაფლის ძებნაში?

0 коммент.:

Отправить комментарий